­

რატომ არ ინფიცირდება ზოგიერთი ადამიანი ვირუსით, რომელიც სხვებს აავადებს?

საზოგადოების ნაწილში ყოველთვის იბადება კითხვა, თუ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ინფექციით ადამიანთა გარკვეული ჯგუფები არ ინფიცირდება. COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც ვხვდებით ინფიცირებულთა ოჯახებს, რომელთა ერთ ან ორ იღბლიან წევრს ვირუსი არ გადასდებია. ვირუსის აქტიურ ფაზაში მყოფ დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტის შემდეგ, მხოლოდ ერთეულები გადარჩებიან ინფიცირებას. რამდენად რეალურია, რომ ისინი არასდროს დაინფიცირებულან? აქვთ თუ არა ამ ადამიანებს ბუნებრივი რეზისტენტული ბარიერი იმ პათოგენების მიმართ, რომლებიც არასდროს მოხვედრილან მათ ორგანიზმში?

თანდაყოლილი რეზისტენტობის შესწავლა მეტია, ვიდრე მეცნიერული ცნობისმოყვარეობა, რადგან ის შეიძლება გახდეს გზა, მომავალი ეპიდემიების შეჩერებისათვის. ამ განსხვავებული ფორმის რეზისტენტობების გაგება მეცნიერებას ეხმარება, ვაქცინების შექმნასა და მკურნალობის ხერხების შემუშავებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივად იკვლევენ ამ საკითხს და ამაში ჩართულია მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი კომპანია SPAAN.  მიმდინარეობს გარკვეული ჯგუფების გაანალიზება და მათში იმ გენეტიკური ვარიაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ადამიანებს იცავს SARS-CoV-2-ით დაინფიცირებისგან.

თუმცა, მეცნიერების ისტორიაში SARC-COV-2 არ არის ერთადერთი ინფექცია, რომლის მიმართაც ადამიანების გარკვეულ ჯგუფებს ბუნებრივი რეზისტენტული ბარიერი გააჩნიათ. ადამიანების რეზისტენტულობის განმსაზღვრელი გენების კვლევაში ყველაზე შთამაგონებელი მაგალითია იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) კვლევა.

საინტერესო ფაქტები

1990-იანი წლების შუა ხანებში მკვლევარმა მეცნიერებმა გენში აღმოაჩინეს მუტაცია, სახელად CCR5, რომელიც დაკავშირებული იყო HIV ინფექციის რეზისტენტულობასთან. ეს გენი აკოდირებს ცილას ზოგიერთი ლეიკოციტის ზედაპირზე, რაც იწვევს უჯრედების სტიმულირებას  ინფექციასთან საბრძოლველად. ამასთანავე, HIV იყენებს CCR5 ცილას უჯრედებში შესაღწევად და ასნებოვნებს მათ.

აღნიშნული გენის მუტაცია, ცნობილი, როგორც დელტა 32, ქმნის უფრო მცირე ზომის ცილას, ვიდრე ნორმალურ (არამუტირებულ) შემთხვევაში. აღნიშნული ცილა ვერ აღწევს უჯრედების ზედაპირამდე. იმ ადამიანებს, რომლებსაც, აღენიშნებათ მუტაცია დელტა 32, უჯრედების ზედაპირზე არ უფიქსირდებათ CCR5 ცილის არსებობა.

მკვლევარებმა, იმუნოლოგ Philip Murphy-ის ხელმძღვანელობით, ალერგენების და ინფექციური დაავადებების ნაციონალურ ინსტიტუტში, Bethesda-ში, გამოიკვლიეს ადამიანები, აღნიშნული მუტაციით. პიროვნებას, რომელსაც აღენიშნებოდა მუტაცია CCR5 დელტა 32,  ხშირი კონტაქტი ქონდა HIV ინფიცირებულთან და იმყოფებოდა რისკ-ჯგუფის ქვეშ, არ დაუდასტურდა ვირუსი. ხოლო 700 ინფიცირებული პიროვნებიდან არცერთში  დაფიქსირდა აღნიშნული მუტაცია.

ფარმაცევტულმა კომპანიებმა აღნიშნული ფაქტი გამოიყენეს სამკურნალო მედიკამენტების შესაქმნელად, რომლებიც ბლოკავენ CCR5 და ხელს უშლიან იმუნოდეფიციტური სინდრომის განვითარებას. მაგალითად, Pfizer-ის მიერ გამოშვებული პრეპარატი Maraviroc 2007 წელს დაიშვა აივ-დადებით ადამიანებში სამკურნალოდ.

ბუნებრივი რეზისტენტობის მსგავსი მაგალითი შეეხება ტუბერკულოზის ინფექციასაც, რომელიც, ადრეულ წლებში, ფართომასშტაბიან სიკვდილიანობას იწვევდა. მისი გამომწვევია Mycobacterium tuberculosis.

კვლევის საგანს წარმოადგენდნენ პირები, რომლებიც ცხოვრობდნენ, ან მუშაობდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან ერთად და იმყოფებოდნენ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ.

საინტერესოა, რომ ინფიცირებულთა 85%-95% -ში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია არასდროს აქტიურდებოდა და არ იწვევდა ფილტვების დაზიანებას, რაც ასევე აიხსნებოდა იმით, რომ ამ ადამიანებს ინფექციის მიმართ ბუნებრივი რეზისტენტული ბარიერი გააჩნდათ.

Covid-19

მკვლევართა ჯგუფების ნაწილმა, რომლებიც სწავლობდნენ COVID-19-ის მიმართ რეზისტენტობას, დაადგინეს, რომ ვირუსით ინფიცირების შემცირებული რისკი ერთ შემთხვევაში დაკავშირებულია  სისხლის ჯგუფების გარკვეულ ფაქტორებთან. მაგალითისათვის, ადამიანები სისხლის ჯგუფით O, გამოირჩევიან ინფიცირების დაბალი რისკით.

მაგრამ, აქამდე ჩატარებული კვლევები მიზნად ისახავდა, იმ საერთო გენეტიკური ვარიაციების პოვნას, რომლებიც მცირე გავლენას ახდენდნენ რეზისტენტობაზე. ახლა, გენეტიკური მკვლევარები ცდილობენ, დაადგინონ,  გენეტიკური რეზისტენტობის ფაქტორები მნიშვნელოვანი ეფექტით, მაშინაც კი, თუ ისინი ძალიან იშვიათია.

ჯგუფი გეგმავს იმ პირთა შესწავლას, რომლებიც იმყოფებოდნენ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, თუმცა არ დაავადებულან. იგეგმება ამ ჯგუფების გენომის სექვენირება და დამატებითი ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ვირუსისადმი მდგრადობა.

მათი კვლევები შთაგონებულია უკვე არსებული მაგალითებით. კვლევებს ამარტივებს და მეტად ინტენსიურ ხასიათს აძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები.

Covid-19 -ის მუტაციური შტამების მრავალფეროვნება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს შორის, რაც ხაზს უსვამს აღშნიშნული კვლევების აუცილებლობას.

 

წყარო:medscape.com